განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.07.2019
საქმის ნომერი
330310016001571100
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001571100

საქმე №3ბ/178-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „მწ-------–-----------ა“

წარმომადგენლები - ნი---------------ე, ირ-----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნი---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - ლა-–-------------–---–ი

 

მესამე პირები - შპს „ტრ------–-----------–--------ი“, შპს „ტრ------–-------------------ა“

 

წარმომადგენელი - პა-----–--------–ი

 

მესამე პირი - შპს „ენ-------------ი“

წარმომადგენელი - სა-–---------------ე

 

მესამე პირი - სს „ელ-----------------------–-------------------–----–---------------ი“

წარმომადგენელი - მა---------------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარეთა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

2.2. მესამე პირების - შპს „ტრ------–-----------–--------ის“, შპს „ტრ------–-------------------ას“, შპს „ენ-------------ისა“ და სს „ელ-----------------------–-------------------–----–---------------ის“ წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 31 ივლისს რეგისტრაციის N5/9-332 დარეგისტრირებული იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მწ-------–-----------ა“ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 204952676. ორგანიზაციის იურიდიულ მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N62, ბინა N62, მმართველობის ორგანოდ გამგეობა და მის წევრები - ნი-----------ე, ნი---------------ე და მა----------–--ე, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი თავჯდომარე მა----------–--ე.

 

2011 წლის 21 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება N890, რომლითაც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, „Tr--------------------- (BVI)-ს“, „Tr-------------------ia-ს“, შპს „ენ-------------“ და შპს „ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაევალა საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა.

 

2011 წლის 28 აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ა“ (BVI) (Tr-------------------ia), შპს ,,ტრ------–-------------------ას“, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------ა“ და, მეორე მხრივ, შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულოება შედგენილი იქნა ინგლისურ ენაზე ოთხ თანაბარი მნიშვნელობის მქონე ეგზემპლარად.

 

2013 წლის 29 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა განკარგულება N120 , რომლითაც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, „Tr--------------------- (BVI)“ -ს, ,,Tr-------------------ia“-ს, შპს ,,ენ-------------“ და შპს „ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაევალა საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა.

 

2013 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა განკარგულება N461, რომლითაც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, „Tr--------------------- (BVI)“-ს, „Tr-------------------ia“-ს, შპს ,,ენ-------------“ და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების პროექტი და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაევალა საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა.

 

2015 წლის 07 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გაკარგულება N1898, საქართველოს მთავრობას, ,,Tr--------------------- (BVI)“-ს, ,,Tr-------------------i“-ს, შპს ,,ენ-------------“ და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას, „Tr--------------------- (BVI)“-ს, „Tr-------------------ia“-ს, შპს ,,ენ-------------“ და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი, ამავე მხარეთა შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს დაევალა საქართველოს მთავრობის სახელით მასზე ხელმოწერა.

 

2015 წლის 09 სექტემბერს ხელმოწერილი იქნას შეთანხმება ცვლილების შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იქნა საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას“ (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას“, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------“ და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ის“ მიერ 2011 წლის 28 აპრილის „ხუ--------ის მშენებლობასა, ექსპლუატაციასა და მფლობელობის შესახებ“.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს 2015 წლის 29 სექტემბერს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ამ“ და მოითხოვა საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას” (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას”, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ,,ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 სექტმბრის N1898 განკარგულების გამოცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ამსახველი სრული მასალებისა და ამავე განკარგულების საფუძველზე ხელმოწერილი შეთანხმების ასლების გადაცემა.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის 06 ოქტომბრის N66230 მიმართვით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” წარმომადგენელს ნი---------------ეს, 01.10.2015 წ. N65784 წერილის პასუხად, ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას” (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას”, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ,,ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 სექტმებერს N1898 განკარგულების გამოცემისათის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები შეიცავს 94 გვერდის ქსეროასლს, ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დაევალა შესაბამისი თანხის გადახდა და მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, რის შემდგომაც მოხდებოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა.

 

წერილის ადრესატს ამავე მიმართვით, მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას” (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას”, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ,,ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 სექტემბერს N1898 განკარგულების საფუძველზე ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერილი ასლის გადაგზავნასთან დაკავშირებით, განემარტა, რომ მითითებული დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაცული არ არის და ვერც იქნებოდა, ვინაიდან 07.09.2015 წ. N1898 განკარგულებით მოწონებული იქნა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების პროექტი, რის გამოც განცხადება მითითებული მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად გადაგზავნილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის 09 ოქტომბრის N040/3781 მიმართვით, 01.10.2015 წ. N65784 წერილის პასუხად, ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” გადაეგზავნა მიმართვის მე-2 პუნქტში მოთხოვნილი ინფორმაცია 23 ფურცლად.

 

2015 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ამ” და მოითხოვა საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას” (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას”, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ,,ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2015 წლის 09 სექტემბერს გაფორმებული ქართული ვერსიის ასლის გადაცემა.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/3964 მიმართვით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას”, 21.10.2015 წ. N04/06-175 წერილის პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობას, (Tr---------------------) შპს ,,ტრ------–--------ას” (BVI), (Tr-------------------ia) შპს ,,ტრ------–-------------------ას”, (Energotrans LTD) შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება გაფორმებულია ინგლისურ ენაზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 22 მარტს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,ტრ------–-------------------ას” დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 404857650. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ჩიტაძის ქუჩა N11, მე-3 სადარბაზო, მე-2 სართული, საოფისე ფართი N10, ელექტრონულ ფოტად - inf@transelectrica.ge, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად მის დირექტორები - პა-----–--------–ი, რე------–---------–---–ი, მო---------------------მა (ინდოეთი) და კა---------------------------ი (ინდოეთი). ამონაწერის თანახმად, შპს-ს პარტნიორს წარმოადგენს მისი მესაკუთრე 100%-იანი წილის მფლობელი შპს ,,ტრ------–--------ა ლიმიტედი” (1479874; ვირჯინიის კუნძულები), რომლის დირექტორად ასევე მითითებულია პა-----–--------–ი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,ენ-------------ის” დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 204991786. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა N16 (დამატებითი მისამართი - ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა N2), ელექტრონულ ფოტად - inf@energotrans.com, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დირექტორი - კა---------–---–ი. ამონაწერის თანახმად შპს-ს პარტნიორს წარმოადგენს მისი მესაკუთრე 100%-იანი წილის მფლობელი სს ,,სა---------–---------–-–--------–-------------ემა” (საიდენტიფიკაციო კოდი 204995176).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, თბილისის საგადასახდო ინსპექციის მიერ 2006 წლის 07 აგვისტოს მოხდა სააქციო საზოგადოება ,,ელ----------------------–-------------------–----–---------------ის” დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 205170036. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა N2, ელექტრონულ ფოტად - office@esco.ge, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი გენერალური დირექტორი - ვა---------------ე.

 

2015 წლის 19 ნოემბერს ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” წარმომადგენელმა ნი---------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის, შპს ,,ტრ------–-----------–--------ის“, შპს ,,ტრ------–-------------------ას”, შპს ,,ენ-------------ის”, სს ,,ელ----------------------–-------------------–----–---------------ის” მიმართ და მოითხოვა საქარველოს მთავრობას, შპს ,,ტრ------–-----------–--------ს”, შპს ,,ტრ------–-------------------ას”, შპს ,,ენ-------------სა” და სს ,,ელ----------------------–-------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულების და იმავე მხარეებს შორის 2015 წლის 09 სექტემბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 03 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 იანვრის განჩინება და საქმე ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ის” სარჩელი წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა მის შესავსებად, რაც შევსებული იქნა მის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხეებად დასახლებული პირები - საქართველოს მთავრობა, შპს ,,ტრ------–--------ა ლიმიტედი”, შპს ,,ტრ------–-------------------ა”, შპს ,,ენ-------------ი” და სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი” საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად, ხოლო მოპასუხე მხარედ მიეთითა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი მიეკუთვნება ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი და რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

1994 წლის ადამიანის უფლებების და გარემოს შესახებ დეკლარაციის პროექტი აცხადებს „ყველა პიროვნებას აქვს უფლება უსაფრთხო, ჯანმრთელ და ეკოლოგიურად მდგრად გარემოზე. ეს უფლება და სხვა ადამიანის უფლებები სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით არის საყოველთაო, ურთერთდამოკიდებული და განუყოფელი.” საქართველოს კონტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

 

სასამართლომ მოიხმო 1998 წლის კონვენცია ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” (,,ორჰუსის კონვენცია”, რომელიც ძალაშია 2001 წლის 30 ოქტომბრიდან. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის N135 დადგენილებით), რომელიც განმარტავს, რომ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას. კონვენციის მიხედვით, “გარემოსდაცვითი ინფორმაცია” გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ა) გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება; ბ) ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნივთიერებები, ენერგია, ხმაური და რადიაცია, მოქმედებები და ღონისძიებები, აგრეთვე ადმინისტრაციული ღონისძიებები, შეთანხმებები გარემოს დაცვის სფეროში, კანონმდებლობა, გეგმები და პროგრამები, რომლებიც გავლენას ახდენს ან სავარაუდოა, რომ მოახდენს ზემოთ ა) ქვეპარაგრაფში ჩამოთვლილ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე, ხარჯ-მოგება და სხვა ეკონომიკური ანალიზები და მოსაზრებები, რომლებსაც იყენებენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას; გ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მისი ცხოვრების პირობების, კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელ ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები.

 

მითითებული კონვეციის მე-2 მუხლი "საზოგადოებად" მიიჩნევს ერთ ან ერთზე მეტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ეროვნული კანონმდებლობის და ქმედებების შესაბამისად მათ ასოციაციებს, ორგანიზაციებს ან ჯგუფებს, ხოლო “დაინტერესებული საზოგადოება” ნიშნავს საზოგადოებას, რომელსაც ეხება ან შესაძლოა შეეხოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება ან რომელიც დაინტერესებულია გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობით; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს დაცვას და პასუხობენ ეროვნული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, განიხილებიან, როგორც დაინტერესებული სუბიექტები. კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს, რომ თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე მუხლის შემდეგი პარაგრაფების პირობების შესაბამისად ხელისუფლების ორგანოებმა ეროვნული კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით დააკმაყოფილონ ეკოლოგიურ ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში (ბ) ქვეპარაგრაფის შესაბამისად მიაწოდოს აგრეთვე ზუსტი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც შეიცავს ან შეეხება ასეთ ინფორმაციას: ა) რაიმე ინტერესის გაცხადების გარეშე; ბ) მოთხოვნილი ფორმით, იმ გამონაკლისით თუ: I) ხელისუფლების ორგანოს გააჩნია საფუძველი მიაწოდოს ის სხვა ფორმით. ასეთ შემთხვევაში მითითებულ უნდა იქნას მიზეზები, რომელიც გაამართლებს ინფორმაციის სხვა ფორმით გაცემას და II) ეს ინფორმაცია უკვე არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის სხვა ფორმით.

 

კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, ყოველი მხარე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულია სასამართლოში ან დამოუკიდებელ და კანონიერად არჩეულ კომპეტენტურ ორგანოში უზრუნველყოს საკითხის გარჩევის შესაძლებლობა იმ პირისათვის, რომელიც თვლის, რომ მისი მოთხოვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მეოთხე მუხლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა. მას უსამართლოდ ეთქვა უარი, ნაწილობრივ ან მთლიანად არასწორი პასუხი გაეცა ან სხვაგვარად დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლის პირობები. იმ შემთხვევაში, თუ მხარე უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ ამგვარ გადასინჯვას, მან უნდა უზრუნველყოს აგრეთვე იმ პირისათვის ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილი დაჩქარებული პროცედურებისადმი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანოების მხრიდან, გარდა სასამართლოებისა და ასეთი ხელახალი პროცედურა უნდა იყოს უფასო ან უფრო იაფი. ამ პარაგრაფის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ეკისრება ინფორმაციის მქონე სახლმწიფო ორგანოებს. მიზეზები მოცემულ უნდა იქნეს წერილობით მაშინ მაინც როდესაც ინფორმაციის მისაწვდომობაზე უარია ნათქვამი ამ პარაგრაფის შესაბამისად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი - ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის დეტალიზაციას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას; ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს ინფორმაციის ღიაობის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია არის ღია და ხელმისაწვდომი ყველასათვის, სანამ კანონმდებლობით პირდაპირ არ დადგინდება მისი დახურვის აუცილებლობა. კერძოდ, ზაკ-ის 28-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ინფორმაციის მიღების საქართველოს კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას მოითხოვოს ინფორმაცია იმ სახით და იმ ფორმით, რაც უზრუნველყოფს მისი ინტერესისა და საჯარო დაწესებულების საქმიანობის გამჭვირვალეობის პრინციპის დაცულობას.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან თუკი ეს უკანასკნელი გასცდება კანონმდებლობით მისთვის მკაცრად განსაზღვრულ და დადგენილ ფარგლებს მისი საქმიანობისა, ეჭვქვეშ დადგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განხორციელებული ქმედება, რაც შემდგომში დავის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს შექმნის.

 

სასამართლომ მოიხმო ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 26 აპრილის N97 დადგენილება და მიუთითა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლება-მოვალეობებზე. შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 26 აპრილის N97 დადგენილებაში გაწერილი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებიდან, მისი უფლებამოსილებების/საქმიანობის სფეროდან. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და მითითებული ის სამართლებრვი ნორმა, რომელიც მოპასუხე მხარეს დაავალდებულებდა მასთან დაცული საჯარო ინფორმაციის თარგმნას, ხოლო ის, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ეს მხარეებს სადავოდ არ გაუხდით და მათი განმარტებით იგი განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვისას მესამე პირების - შპს ,,ტრ------–-----------–--------ის“ და შპს ,,ტრ------–-------------------ას“ წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს მათ მიერ გადაეცა დავის საგანში მითითებული და მოთხოვნილი ხელშეკრულებების ნათარგმნი ასლები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და ცალმხრივად, ტენდენციურად არის შეფასებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა”, „ბ”, „გ” და 394-ე მუხლის „ე” და „ე1“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია შემოფარგლულია საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით და მასში ასახული არ არის სამართლებრივი შეფასებები.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მითითებული საპროცესო დარღვევების გამო ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.

 

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N97 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულება და ამ ნორმატიული აქტზე დაყრდნობით სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40.1 მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. უდავოა, რომ ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

 

აპელანტმა მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-14 მუხლზე, 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. აპელანტი აღნიშნავს, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების/დადების და მასში ცვლილებების შეტანისას ეკისრება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება ქართულ ენაზე, შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროდუქტი - ადმინისტრაციული ხელშეკრულება შექმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, რომელიც როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ირკვევა, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვისას მესამე პირების - შპს „ტრ------–-----------–--------ის“ და შპს „ტრ------–-------------------ას“ წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს გადაცემული აქვს დავის საგანში მოთხოვნილი ხელშეკრულებების ასლები. სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან. ასევე გაუგებარია, კერძო სამართლის იურიდიული პირების - შპს "ტრ------–-----------–--------ის" და შპს "ტრ------–-------------------ას" მიერ მოსარჩელისათვის დავის საგანში მითითებული და მოთხოვნილი ხელშეკრულებების ნათარგმნი სახით გადაცემა, ასეთის ნამდვილად არსებობის შემთხვევაშიც კი, რატომ განაპირობებს სარჩელის უსაფუძვლობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას (იხ. საქმე N2/3/364). ინფორმაციის თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) 28-ე მუხლი. ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მიღების უფლებას, თუ ის არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ინფორმაციის ღიაობა ადმინისტრაციულ ორგანოებში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, რადგან ის არის სახელმწიფოს მიერ მის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტი, რომელიც საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, გაუწიოს კონტროლი ხელისუფლების მოქმედებებს და შებოჭოს ისინი, თუ ადგილი ექნება დისკრეციული უფლებამოსილების გადამეტებასა ან კანონშეუსაბამობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს მთავრობას, შპს ,,ტრ------–-----------–--------ს”, შპს ,,ტრ------–-------------------ას”, შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელექტრო სისტემის კომერციულ ოპერატორს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ,,ხუ--------ის” მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მფლობელობის თაობაზე 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილება, ნათარგმნი კანონით დადგენილი წესით - სახელმწიფო ენაზე გადაეცა ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების ასლის გადაცემის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა. რაც შეეხება 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებას და მასში განხორციელებულ სხვა ცვლილებებს (გარდა 2015 წლის 9 სექტემბრისა), ქართულ ენაზე ნათარგმნი, არც მოპასუხეებისაგან და არც მესამე პირებისაგან, ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ არ გადასცემია.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს მთავრობა მითითებულია მესამე პირად, მაშინ, როცა მხარის მიერ მოხდა მხარეების და მოთხოვნის დაზუსტება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე და 13:29:49 საათზე მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მთავრობასთან ერთად, მოპასუხედ ასახელებს ენერგეტიკის სამინისტროს. ოქმშიც არის გაკეთებული აღნიშვნა, რომ ,,მოსარჩელის წარმომადგენელი შუამდგომლობს მოპასუხედ ასევე მითითებული იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“(იხ.ს.ფ.80). ამასთან, საქმეშია ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ წარმომადგენლის საპაექრო სიტყვა, რომელშიც მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ არის სასარჩელო მოთხოვნა(იხ.ს.ფ.178). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებად განსაზღვრა საქართველოს მთავრობა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, შპს ,,ტრ------–--------ას”, შპს ,,ტრ------–-------------------ას”, შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის დადებული ხელშეკრულების და მასში განხორციელებული ცვლილებების ასლების, სახელმწიფო ენაზე, სათანადო წესით დამოწმებული სახით გადაცემა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ასევე დადგენილია, რომ ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

 

საქართველოს კონტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი ასევე ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მე-18 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამასთან, 29-ე მუხლის პირველი პუნქტით ასევე განმტკიცებულია ნებისმიერი პირის უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. იმავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

 

ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამასთან, 42-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა პირს აქვს უფლება, მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, რასაც უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ამასთან, ინფორმაციის მიღებისა და გაცემის თავისუფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტსა და აუცილებელ წინაპირობას. ნებისმიერ პირს აქვს უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ საჯარო ინფორმაციას. ამ უფლების სათანადოდ დაცვა კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით განმარტავს, რომ ამ ნორმით „დაცული უფლება საზოგადოების თითოეულ წევრს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი საკითხების განხილვასა და განხორციელებაში. ეს ყოველივე ემსახურება, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი პირებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ და მიიღონ საჯარო დაწესებულებაში დაცული მათთვის საინტერესო ინფორმაცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართვის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გაცემა. ინფორმაციის გაცემისას გასათვალისწინებელია როგორც იმ გარემოების დადგენა, რამდენად წარმოადგენს იგი საჯაროს და ხომ არ შეიცავს სახელმწიფო, სხვა პირის პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, ისე განმსაზღვრელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდეს ასეთი ინფორმაცია. კანონმდებლობა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსგან საჯარო ინფორმაციის მიღება გულისხმობს ასეთ ორგანოში არსებული (მიღებული, დამუშავებული, გაგზავნილი, გამოქვეყნებული) ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას და არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებისმიერი, მასთან არარსებული საჯარო ინფორმაციის მოძიებისა და გაცემის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ითხოვს საჯარო ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გარემოსდაცვით საკითხებს, ასევე, სადავო არ არის ასეთი ინფორმაციის არსებობა, თუმცა იგი მოიპოვება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს მოთხოვნილი, ინგლისურ ენაზე დაცული საჯარო ინფორმაციის ქართულ ენაზე გაცემის დავალების წინაპირობები.

 

საქართველოს კონსტიტუციის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლი, ისე დღეს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური, ხოლო 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

 

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისას აუცილებლად უნდა იქნეს დაცული და გამოყენებული სახელმწიფო ენა. განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს, ერთი მხრივ, დადებული ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომლის მიმართაც დიდია საჯარო ინტერესი და, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტს განეკუთვნება, მეორე მხრივ კი, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების მხარეები. ამდენად, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ხელშეკრულება უნდა დადებულიყო ქართულ ენაზე, ხოლო მისი ინგლისურ ენაზე დადება, არ უნდა გახდეს დაინტერესებული პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის საფუძველი, რომ მიიღოს და გაეცნოს ასეთ ინფორმაციას. ამასთან, ინფორმაციის მიღების უფლება გულისხმობს ინფორმაციის იმგვარი სახით და ფორმით მიღებას, რომ მხარეს ჰქონდა მისი გაცნობის რეალური შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი, ხელშეკრულების ფორმის დაუცველობა ვერ გახდება აპელანტის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებლად შეზღუდვის საფუძველი, გაეცნოს ქართულ ენაზე იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც წესით ქართულ ენაზე უნდა იყოს დადებული. მოცემული გარემოებების უზრუნველყოფა პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება როგორც კანონის მოთხოვნათა დაცვას, ისე სახელმწიფო ენის პატივისცემას.

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შემთხვევაშიც კი, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს უცხოურენოვენი ავთენტური ტექსტი, სავალდებულოა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის არსებობა.

 

პალატა უთითებს 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, ხოლო მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა, რომელიც დედნის ენაზე გაიცემა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ოფიციალური დოკუმენტი უნდა გასცეს სახელმწიფო ენაზე. გამონაკლისია, როდესაც ოფიციალური დოკუმენტის ასლი გაიცემა დედნის ენაზე, თუმცაღა დედნის ენა გაგებული უნდა იქნეს, როგორც დოკუმენტის შედგენის კანონმდებლობით განსაზღრული და დადგენილი ენა, როდესაც სხვა ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასეთი დოკუმენტის დედანი უნდა შეიქმნას კონკრეტულ, უცხოურ ენაზე და მისი ოფიციალური თარგმნის ვალდებულება არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა დადებულიყო ქართულად, თუმცა დადგენილია, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა ქართულ ენაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ქართულ ენაზე, კანონით დადგენილი წესით, ნათარგმნი სახით გაცემა, როგორც ეს განხორციელდა ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ წარმომადგენლისათვის 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების (ქართულ ენაზე ნათარგმნის) გადაცემით.

 

რაც შეეხება ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას. თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი დაწესებულება ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს - მთავრობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო მოქმედებდა მთავრობის მიერ დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში, სწორედ მისმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი როგორც ხელშეკრულებას, ისე მასში განხორციელებულ ცვლილებებს, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა განმარტებებით, სადავო დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში, ინფორმაციის გაცემა უნდა დაევალოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს გადასცეს ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ საქართველოს მთავრობას, შპს ,,ტრ------–-----------–--------ს”, შპს ,,ტრ------–-------------------ას”, შპს ,,ენ-------------” და შპს ,,ელ-------------------------–----–--------------ს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულება ,,ხუ--------ის” მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მფლობელობის თაობაზე და მასში ცვლილების შესახებ დადებული შეთანხმებები თარგმნილი სახელმწიფო ენაზე კანონით დადგენილი წესით (გარდა 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებისა).

 

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ა(ა)იპ „მწ-------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი