1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5374 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№501
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2017 კანონი №501
- 08.06.2016 კანონი №5374
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. განათლების ენა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.