1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.
2. სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.
3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის ორგანული კანონი №966 – ვებგვერდი, 05.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.11.2021 ორგანული კანონი №966
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-82 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე – აფხაზური. 2. სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. 3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.