1. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

3. სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობას) გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

თავი Xსახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა უფლებამოსილება ამ სფერო