1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:

ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;

ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;

გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვ