📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,078 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 29.04.2024 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 30.09.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 10.06.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 29.08.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №85 2015 წლის 10 აგვისტო  ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის – სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის – სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №10 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის – სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულის – სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამმართველო პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სოციალური მომსახურების გაწევასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. 3. სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. სამმართველოს ამოცანებია: ა) დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განათლების, დასაქმების, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; გ) დაწესებულებების  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგთა საქმიანობის  გაუმჯობესებაზე ზრუნვა. 2. სამმართველოს  ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციების გაწევა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; გ) დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან, მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის მიზნით, რეგულარული შეხვედრების განხორციელება; დ) დაწესებულებებში, დეპარტამენტში ფსიქოსოციალური მიმართულების განვითარების ხელშეწყობა; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, საქმისწარმოებაში მონაწილეობა; ვ) მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა, შიმშილობის მიზეზების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ი) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სხდომის ოქმის წარმოება; კ) დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, მათთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნვის სტანდარტების შექმნა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ლ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე,  საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; მ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებების განსაზღვრა, სარეაბილიტაციო პროგრამების სახელმძღვანელოების შექმნა, პროექტების შემუშავება და მათ განხორციელების ხელშეწყობა; ნ) დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა დასაქმების კოორდინაციის გაწევა; ო) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი  და სხვა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; პ) არასრულწლოვან ბრალდებულებთან საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესის გაუმჯობესება და ხელშეწყობა; ჟ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევის ინიცირება ანდა განხორციელება; რ) საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების სოციალური განყოფილებისთვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ს) მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით, ასევე განთავისუფლებისთვის მზადების პერიოდში, ოჯახთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია; ტ) მსჯავრდებულების განთავისუფლების მომზადების პროცესში, მათი რესოციალიზაციის მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობა; უ) დაწესებულებების სოციალური განყოფილების თანამშრომლების მიერ მათი საქმიანობის მონაცემთა შეგროვებისა და მოწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული  ყოველთვიური ანგარიშის დამუშავება და ანალიზი; ფ)  დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრისას რეკომენდაციების გაწევა; ქ) დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება; ღ) დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია; ყ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ  სტატისტიკის წარმოება; შ) შესაბამის  სახელმწიფო,  საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩასართავად,  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სამინისტროსა და უწყებათაშორისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შედგენაში, განხორციელებასა და ანგარიშგებაში; ც) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, კვალიფიკაციის ამღლების ხელშეწყობა; ძ)  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადების მიზნით  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა; წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სფეროში კვლევების განხორციელების მიზნით; ჭ) იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის გაწევა, რომლებიც დაწესებულებებში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მიმართებით ახროციელებენ სხვადასხვა პროგრამებს/პროექტებს; ხ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამმართველოს მართვა და სტრუქტურა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველო ექვემდებარება მინისტრს, დეპარტამენტის დირექტორს, კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს. 3. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერასა და  ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე, უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიმართულებებით. სამმართველოს უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტმენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. მუხლი 5🔗. სამმართველოს მოსამსახურეები 1. სამმართველოში საქმიანობას ეწევიან: ა) უფროსი სოციალური მუშაკები; ბ) სოციალური მუშაკები. 2. სამმართველოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. 3. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.