ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“-ს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“-ს დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2015 წლის 31 ივლისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“ თანახმად დანართისა (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ტაბელის ნორმების მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე
ამ ტაბელით დადგენილი დოკუმენტების სტანდარტები ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზრვრება: საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს აპარატის დებულებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების წესით და ამ ტაბელით.
მუხლი 3🔗.
ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
1. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2. საკრებულოს საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხიმგებლობა.
მუხლი 4🔗.
კონტროლის განხორციელება ტაბელის მოთხოვნათა დაცვაზე
საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიერ ამ ტაბელის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი II
საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები
მუხლი 5🔗.
სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. სამართლებრივი აქტები:
ა) საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-საკრებულოს დადგენილება;
ბ) საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-საკრებულოს განკარგულება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება;
2. საქმისწარმოების დოკუმენტები:
ა) საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ) საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
გ) საკრებულოს მუდმოვმოქმედი კომისიის სხდომის ოქმი;
დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი;
ე) საკრებულოს დადგენილებები;
ვ) საკრებულოს განკარგულებები;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
თ) საკრებულოს სამუშაო გეგმა;
ი) საკრებულოს აპარატში მომზადებული და შემოსული წერილები და კორესპონდენციები;
კ) საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა, განცხადებები, წერილები, მოხსენებითი ბარათები;
ლ) საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა პირადი საქმეები;
თავი III
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
მუხლი 6🔗.
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები
საკრებულოს დადგენილების, განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მომზადების გაფორმების, რეგისტრაციის გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის დებულებით და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 7🔗.
საკრებულოს დადგენილებისა და განკარგულების რეკვიზიტები
1. საკრებულოს დადგენილების, განკარგულებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების რეკვიზიტებია:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) აქტის გამომცემი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო; საკრებულოს თავმჯდომარე);
გ) აქტის სახე (მიეთითება, რომ აქტი არის დადგენილება, განკარგულება ან/და ბრძანება);
დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, მიღების თარიღი და მიღების ადგილი;
ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური;
ვ) აქტის შინაარსი;
ზ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
თ) აქტის (განკარგულება, ბრძანება) გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა;
კ) საკრებულოს ბეჭედი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაიტანება ფერადი პრინტერით ან/და სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე, ამ ტაბელის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტებით. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. საკრებულოს განკარგულების და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი-„პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, საკრებულოს თანამდებობის პირების(კომისიის თავმჯდომარის) და საკრებულოს იურისტის ვიზები, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბებისა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერისა;
გ) საკრებულოს ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტრაციო ნომრისა;
მუხლი 8🔗.
საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბლანკი
1. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან/და სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს განკარგულებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში.
2. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბები (მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში, მუნიციპალიტეტის გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში). გერბების ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
ბ) აქტის გამომცემის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე) წარწერა სრულდება გამუქებულად №14 შრიფტით (დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბების შუაში);
გ) ჰორიზონტალური ხაზის 1 ინტერვალით ქვემოთ №14 შრიფტით გამუქებულად დაიწერება აქტის სახე და მინიჭებული სარეგიტრაციო ნომერი ( „დადგენილება“, „განკარგულება“, ბრძანება“).
დ) ჰორიზონტალური ხაზის 1 ინტერვალით ქვემოთ №12 შრიფტით გამუქებულად დაიწერება აქტის მიღების რიცხვი, თვე და წელი;
ე) ჰორიზონტალური ხაზის 1 ინტერვალით ქვემოთ №12 შრიფტით გამუქებული წარწერით დაიტანება აქტის მიღების ადგილი „ქ. ბაღდათი“;
ვ) 2 ჰორიზონტალური ხაზის ქვემოთ გამუქებულად №14 შრიფტით დაიწერება აქტის სათაური;
მუხლი 9🔗.
საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) სტრუქტურა
1. საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (შემდგომში -საკრებულოს დადგენილება) შეიცავს ძირითად ნაწილს და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში-აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.
2. საკრებულოს დადგენილება შედგება მუხლებისაგან, მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი ქვეპუნქტებად;
3. საკრებულოს დადგენილებას (დადგენილების პროექტს) თან უნდა ახდეს განმარტებითი ბარათი, რომელიც არის თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი.
4. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი. დადგენილების პროექტის ინიცირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი შემდეგი მონაცემებით:
ა) პროექტის ავტორი/ინიციატორი(ავტორები, ინიციატორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი;
ბ) დადგენილების მიღების მიზეზი - რა საკითხს ეხება, რომელი კანონის, რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება, დადგენილების მიღების საჭიროების დასაბუთება;
გ) დადგენილების ძირითადი მახასიათებლები - რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
დ) დადგენილების მიღების შემთხვევაში შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება - გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებას და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯები, ან როგორ იქნება გამოყენებული დამატყებითი შემოსავალი;
ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან/და თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ვ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან/და რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება(შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
მუხლი 10🔗.
საკრებულოს აპარატის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
1. სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობით და საკრებულოს აპარატის დებულების საფუძველზე განისაზღვრება საკრებულოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საკრებულოს აპარატის მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურეობრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
2. საკრებულოს აპარატის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციებს) განსაზღვრავს საკრებულოს აპარატის უფროსი და მისი წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გამოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები და შრომითი ფუნქციები.
მუხლი 11🔗.
საკრებულოს სამუშაო გეგმა
1. საკრებულოს სამუშაო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
2. საკრებულოს სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელი საქმიანობა და შესრულების ვადები.
3. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის-ერთი წლით, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა კვარტალების მიხედვით, რომელსაც ამტიცებს საკრებულო.
4. საკრებულოს სამუშაო გეგმა შედგება საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე, რომლებიც თვეების კვარტალებისა და წლის პერიოდის შესაბამისად წარმოადგენენ საკრებულოს აპარატში დასაგეგმი წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
5. საკრებულოს სამუშაო გეგმა შედგება შესავალისა და ძირითადი ნაწილისაგან, შესავალში მიეთითება საკრებულოს დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშო პერიოდში მოსამზადებელი საკითხები;
ბ) საკითხების მომზადების ვადა;
გ) საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი საკრებულოდან და გამგეობიდან;
მუხლი 12🔗.
საკრებულოს თანამდებობის პირების ანგარიში
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების ანგარიში განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
2. საკრებულოს თანამდებობის პირების ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც აღწერს და ასაბუთებს საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირების მოქმედებებს, მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და საკრებულოს სამუშაო გეგმასთან.
3. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება საანგარიშო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, იგი უნდა ასახავდეს შეუსრულებელ ვალდებულებებსა და მის გამომწვევ მიზეზებს, ასევე სამომავლო გეგმებს.
4. წარმოდგენილი ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტრუქტურას:
ა) სტატისტიკური ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ. ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება ციფრების სახით (ჩატარებული სხდომების საერთო რაოდენობა, მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა, სხდომებზე დამსწრე პირთა რაოდენობა და ა.შ.)
ბ) ანალიტიკური ინფორმაცია, ამ ნაწილში ხდება გაწეული მუშაობის შეფასება: რა იყო დაგეგმილი, რა იქნა მიღწეული, რა ვერ შესრულდა, რა ხარვეზები იყო მუშაობაში.
გ) დასკვნითი ნაწილი, იგი შეეხება მომავალი წლის მუშაობის პერსპექტივებს და პრიორიტეტებს.
მუხლი 13🔗.
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიების , სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს სხდომის ოქმები
1. სხდომის ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საკრებულოს სხდომის , საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიების და სამუშაო ჯგუფების მიერ სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობა.
2. სხდომის ოქმის წარმოება სავალდებულოა. ოქმი ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სხდომის ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4. სხდომის ოქმის შესავალ ნაწილში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა ) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარე;
გ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;
დ) სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. დღის წესრიგი ოქმში შეიტანება დღის წესრიგის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განყოფილებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა) „I. მოისმინეს: (....)“, ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლის ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება.
ბ) „II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (....)“, ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ) „III. პროცედურის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)“ ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ საკითხის განხილვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ გამოსვლებს. ოქმში შეტანილი უნდა იყოს პროცედურულ საკითხზე გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლის მოკლე შინაარსი.
დ) „IV. პროცედურის შესახებ კენჭისყრა: (...)“, ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ პროცედურულ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა. ოქმში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის სახე, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები;
ე)„V.საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)“, ოქმის ამ ნაწილში შეიტანება კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა);
ვ) „VI. გადაწყვიტეს: (...)“, ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას, სამართლებრივი აქტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. სხდომა შესაძლებელია დაფიქსირდეს აუდიო და ვიდეოჩანაწერის სახით, რომელიც საკრებულოს აპარატის მონაცემთა ბაზაში ინახება შესაბამის სხდომის ოქმთან ერთად.
თავი IV
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები
მუხლი 14🔗.
საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები
1. საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცლებზე და მასზე დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2. საკრებულოს საქმისწარმოების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი;
გ)დოკუმენტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება)
დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;
ე) თარიღი;
ვ) ინდექსი;
ზ) ვიზები;
თ) ხელმოწერა;
ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.
3. საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი;
ბ) რეზოლუცია;
გ) დამტკიცების გრაფიკი;
დ) ბეჭედი;
ე) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბები;
ვ) ადრესატი;
ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;
თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი;
მუხლი 15🔗.
საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები
1. საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსთან და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილების მონაცემთა ბაზაში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებული იქნეს შტამპი. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელით.
მუხლი 16🔗.
დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტები
1.დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:
ა) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“;
გ) დამატებითი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“.
2.ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ და „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება მხოლოდ გაგზავნილ დოკუმენტებზე. დამატებითი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება მხოლოდ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე.
3. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმიწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბების შუაში №16 შრიფტით შესრულებული წარწერით“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
4. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №12 შრიფტით შესრულებული წარწერით,“ქალაქი ბაღდათი, წერეთლის ქუჩა №9, ტელ .(...), ფაქსი (....), ელ. ფოსტა (...)
5. დამატებითი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება შიდა მოხმარების დოკუმენტებზე ფურცლის თავში და №14 შრიფტით შესრულებული წარწერის სახით, რომელიც აღნიშნავს სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას.
მუხლი 17🔗.
რეკვიზიტი-„დოკუმენტის დასახელება“
1. რეკვიზიტი-„დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება საქმიწარმოების ყველა დოკუმენტზე, გარდა წერილებისა. დოკუმენტის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს ამ ტაბელის მე-3 თავით დადგენილ დოკუმენტების სახეებს.
2. რეკვიზიტი-„დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული მთავრული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით.
მუხლი 18🔗.
რეკვიზიტი „თარიღი“
1. რეკვიზიტი თარიღი“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტ „დოკუმენტის დასახელების 1 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის მარჯვენა მხარეს.
2. დოკუმენტის თარიღად გარდა ოქმებისა, მიეთითება დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების ) თარიღი.
3. ოქმების შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი სხდომის ჩატარების თარიღი.
4. თარიღი აღინიშნება ციფრობრივ-სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ..., 31 ივლისი 2015 წელი)
მუხლი 19🔗.
რეკვიზიტი „ინდექსი“
1. რეკვიზიტი „ინდექსი“ დაიტანება მხოლოდ წერილებზე. ინდექსი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც მას ენიჭება რეგისტრაციის დროს. ინდექსთან ერთად წერილზე დაიტანება მითითება საპასუხო დოკუმენტზე.
2. ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტაციო ნომრისა და საქმეთა ნომეკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომრისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: პასუხად 09.09.15. №15/01-04-ზე“.
3. რეკვიზიტი „ინდექსი“განთავსდება რეკვიზიტ „თარიღის“ გასწვრივ ფურცლის მარცხენა მხარეს.
მუხლი 20🔗.
რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“
1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ წარმოადგენს დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას და უნდა უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ განთავსდება რეკვიზიტების „თარიღის“ და „ინდექსის“ 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
მუხლი 21🔗.
რეკვიზიტი „ვიზა“
1. რეკვიზიტი „ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას,
2. რეკვიზიტი „ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება 4X6 ზომის ვიზირების შტამპის სახით რეკვიზიტ „ხელმოწერის“ ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კუთხეში. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3. თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს.
მუხლი 22🔗.
რეკვიზიტი „ხელმოწერა“
1. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ დაიტანება საკრებულოს საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით.
2. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) თანამდებობის დასახელება;
ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილის შტამპის გამოყენება);
გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3. თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახით.
მუხლი 23🔗.
რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
1.რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დაიტანება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში საბოლოოდ გაფორმებულ (უკვე შესრულებულ) ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე.
2. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა და არქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
მუხლი 24🔗.
რეკვიზიტი „რეზოლუცია“
1. რეკვიზიტი „რეზოლუცია“ დაიტანება შემოსულ და შიდა სამსახურეობრივ შესასრულებელ დოკუმენტებზე და აღნიშნავს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში უფლებამოსილი თანამდებობის პირის დავალებას დოკუმენტის შესრულებაზე.
2. ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარცხენა კუთხეში ან რეზოლუციით ფურცლის სახით დაერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დოკუმენტის შემსრულებლის სახელი და გვარი;
ბ) დავალების შინაარსი (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა „შესასრულებლად“);
გ) დავალების შერულების ვადა;
დ) ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი.
3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
მუხლი 25🔗.
რეკვიზიტი „დამტკიცების გრაფიკი“
1. წარწერა „ვამტკიცებ“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში შემდეგი მონაცემებით:
ა) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
ბ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა „ (...) (.......) (....) წ.“;
გ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა ან/და ფაქსიმილი.
2. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
მუხლი 26🔗.
რეკვიზიტი „ბეჭედი“
1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) საკრებულოს სამართლებრივ აქტებზე;
ბ) სამივლინებო ფურცლებზე;
გ) საფინანსო დოკუმენტებზე;
დ) ოქმებზე
ე) ცნობებზე
ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ შეთანხმებებზე (გარიგებებზე).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამოიყენება „საკრებულოს ბეჭედი“
3. საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება: „საქართველო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ და საიდენტიფიკაციო კოდი თვითმმართველი ერთეულის.
4. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდის გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
6. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
მუხლი 27🔗.
რეკვიზიტები „მცირე სახელმწიფო გერბი და მუნიციპალიტეტის გერბი“
1. რეკვიზიტი „მცირე სახელმწიფო გერბი“ და „მუნიციპალიტეტის გერბი“ დაიტანება:
ა) საკრებულოს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებზე;
ბ) წერილის ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე.
მუხლი 28🔗.
რეკვიზიტი „ადრესატი“
1.რეკვიზიტი „ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა) ფიზიკური პირის რეგიტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს(საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის № );
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულებაა ან იურიდიული პირია:
ბ.ა) დაწესებულების(იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;
ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში
ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მიეთითება „ასლი“ ასლი არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი „ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს.
მუხლი 29🔗.
რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“
1. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ დაიტანება შემოსულ დოკუმენტებზე, მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციისას.
2. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში.
მუხლი 30🔗.
რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“
1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაიტანება შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა „საიდუმლო“.
3.გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 31🔗.
დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები
1. ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ბაღდათის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს საქმისწარმოების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.