ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების III ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №245
2015 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების III ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, აეროდრომის III ქუჩას (ჯავახეთის და შანდორ პეტეფის ქუჩებს შორის) და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწე ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი