ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის თამარ და აკაკი პაპავების სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №224

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ჩუღურეთის  რაიონში, ივერთუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის თამარ და აკაკი პაპავების სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად   ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს XX საუკუნის ქართული ემიგრანტი მწერლებისა და მეცნიერების თამარ და აკაკი პაპავების სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\23.06.2015\Tamar Da Akaki Papavebi.jpg