საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №263
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016793
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური | ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი 17.09.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კანონი „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 25 ივლისის №158 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№263
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის იმპორტისას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად ჩაითვალოს ის საქონელი, რომლის წარმოებისათვის გამოყენებულია მხოლოდ:
1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა);
2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და:
ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან
ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
3. საქონელი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქონლისაგან.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლების დასადასტურებლად გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური