ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების
რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1.
„ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის
წარმოების წესი“ (შემდგომში-წესი), ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების
სარგებლობაში არსებული შენობების შესახებ მონაცემებს, რომელიც მოიცავს
შენობის ფართობის შესახებ და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლის ან
ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა შესაბამის ინფორმაციას.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შენობებზე.
მუხლი 2.
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციული ორგანო – „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) საერთო ფართობი – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
ფართობების ჯამი;
გ) ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები -
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც
“ენერგოეფექტურობის შესახებ“ და “შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ”
საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერმინებს.
მუხლი 3.
სამინისტრო აწარმოებს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ
იმ შენობების რეესტრს (შემდგომში - რეესტრი), რომლებიც საჭიროებენ გათბობას
ან გაგრილებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური
ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით.
სამინისტრო პასუხისმგებელია რეესტრის წარმოებისთვის გამოსაყენებელი
მონაცემების მიღება/დამუშავებაზე, კონსოლიდაციასა და შენახვაზე.
სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვს მათ
სარგებლობაში არსებული შენობების შესახებ, რეესტრში შესატანი მონაცემების
შესახებ ინფორმაციას, რისთვისაც აგზავნის კითხვარს და კითხვარის შევსების
ინსტრუქციას.
სამინისტრო უზრუნველყოფს რეესტრის განთავსებას სამინისტროს
ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მუხლი 4.
რეესტრში შესატანი შენობები უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ
კრიტერიუმებს:
ა) შენობა ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაშია;
ბ) შენობის საერთო სასარგებლო ფართობი 2023 წლის პირველ იანვრამდე
500მ2-ს აღემატება, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან 250
მ2 -ს აღემატება;
გ) შენობა 2023 წლის პირველი იანვრიდან არ აკმაყოფილებს შენობის
ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს.
რეესტრი უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ
მონაცემებს:
ა) ზოგად ინფორმაციას:
ა.ა) შენობის დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) შენობის საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
ა.გ) საერთო ფართობს;
ა.დ) საერთო სასარგებლო ფართობს;
ა.ე) ენერგიის მოხმარებას სხვადასხვა ტიპის ენერგოშემცველის მიერ
(ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, შეშა ან სხვა);
ა.ვ) ენერგიის წლიურ ჯამურ მოხმარებას;
ა.ზ) ენერგიის წლიურ კუთრ მოხმარებას;
ა.თ) ამ წესის დანართი 1 - ის შესაბამისად შენობების კატეგორიებს და
ქვეკატეგორიებს შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების
შესაბამისად;
ა.ი) შენობის მისამართს;
ა.კ) მიწის საკადასტრო კოდს;
ა.ლ) შენობით მოსარგებლე ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას;
ა.მ) ადმინისტრაციული ორგანოდან მონაცემების სამინისტროსთვის წარდგენაზე
პასუხისმგებელი პირის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას.
ბ) შენობის წინასწარ შეფასებას, რომელიც ადასტურებს:
ბ.ა) შენობის გათბობა/გაგრილებას;
ბ.ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობით სარგებლობას;
ბ.გ) საერთო სასარგებლო ფართობს, რომელიც 2023 წლის პირველ იანვრამდე
500 მ2-ს აღემატება, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან 250
მ2-ს აღემატება;
ბ.დ) შენობა არ აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს ან
შენობას არ აქვს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ
ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების პროცესი დაიწყება შესაბამისი
წლისთვის).
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული
რეესტრში შესატანი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში
(მათ შორის, ახალი შენობით სარგებლობისას) სამინისტროს მიაწოდოს
განახლებული ინფორმაცია, ცვლილებიდან 1 თვის ვადაში, რომლის საფუძველზეც
სამინისტრო უზრუნველყოფს რეესტრში შესატანი მონაცემების შესახებ შესაბამისი
ინფორმაციის ასახვას.
მუხლი 5.
1. ამ წესით გათვალისწინებული რეესტრში შესატანი მონაცემების შესახებ
ინფორმაცია ენერგომოხმარების მონაცემების ჩათვლით, უნდა შეგროვდეს და
შემოწმდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ.
შემოწმებული მონაცემები წარედგინება სამინისტროს. მოწოდებული რეესტრში
შესატანი მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია
შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო.
2. ამ წესით გათვალისწინებული რეესტრში შესატანი მონაცემების შესახებ
ინფორმაციის ხარვეზით/არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში სამინისტრო
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უწევს აუცილებელ დახმარებას ხარვეზის
აღმოფხვრის მიზნით.
დანართი 1
შენობების კატეგორიები და ქვეკატეგორიები
| საცხოვრებელი შენობები |
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები |
ერთბინიანი სახლები |
| ორბინიანი სახლები |
| მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები |
სამი და მეტბინიანი სახლები
საერთო საცხოვრებლები, თავშესაფრები |
| არასაცხოვრებელი შენობები |
ადმინისტრაციული შენობები |
საოფისე, სასამართლო, პოლიციის, ბილიოთეკის, სახანძრო შენობები |
| საგანმანათლებლო დაწესებულების შენობები |
საბავშვო, ბაგა-ბაღისა და სკოლის შენობები |
| საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციული
შენობები |
|
| სამედიცინო დაწესებულების შენობები |
საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულების შენობები |
| სხვა სამედიცინო დაწესებულების შენობები |
| სასტუმროები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები |
სასტუმროს შენობები |
| სხვა, მცირე დროით განთავსების ანდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების
შენობები |
| სპორტული დანიშნულების შენობები |
სპორტული დარბაზები |
| საბითუმო და საცალო ვაჭრობის შენობები |
საბითუმო და საცალო ვაჭრობის შენობები |
| ენერგიის მომხმარებელი სხვა დანიშნულების შენობები |
სხვა შენობები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული |