საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.08.2015 ბოლო ცვლილება 20.02.2020
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №263

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის იმპორტისას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად ჩაითვალოს ის საქონელი, რომლის წარმოებისათვის გამოყენებულია  მხოლოდ:

1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა);

2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და:

ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან

ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

3. საქონელი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული  საქონლისაგან.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლების დასადასტურებლად გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2020.
როდის იქნა მიღებული „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“?
„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ მიღებულია 13.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №263. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.016793.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.02.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“, №263, 13.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016793 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2933250/