ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩაძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2015 წლის 31 ივლისი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და “საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახემწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, დანართი №2 - ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით ვაჩაძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) ქალაქ ამბროლაურის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა. სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ერთიანი სტანდარტის შემუშავება.
გ) კვალიფიკაციური კადრების მომზადება;
მუხლი 2🔗.
სტაჟიორები
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო –
საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (შემდგომში –
ბიუროს) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები.
4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
5.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ვალდებულია, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
6. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
მუხლი 6🔗.
.სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1.სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
მუხლი 7🔗.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის უფლება-მოვალეობები
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟიორს, სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, წელიწადში ორჯერ ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა ან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.