ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (3)
- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირ 31.07.2015
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმ 07.06.2016
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკა 06.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2018 წლის 25 აპრილი ქ. ამბროლაური
|
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/01/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016245);
ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 ივნისის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 14/06/2016წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.117.016295);
გ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 10/08/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016092).
|
2. სტაჟირების მიზანია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმების მსურველ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების უზრუნველყოფა მოხალისე დამხმარე ძალით.
ა) სტაჟირება – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით (www.stajireba.gov.ge) ან მუნიციპალიტეტის ორგანოში მატერიალური ფორმით წარადგენს განაცხადს სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის სტაჟირების ვადა შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორი მიიღება:
ა) ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.stajireba.gov.ge) საშუალებით „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;
ბ) სხვა შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ორგანოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის მეშვეობით.
3. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
4. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს>
5. კანდიდატმა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში წარდგენისას განაცხადს უნდა დაურთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
გ) მოკლე რეზიუმე (CV);
დ) ორი ფოტოსურათი (3X4).
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით შესაბამისად რეგისტრირებული კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა გადის გასაუბრებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან/მერთან ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირთან/პირებთან, შესაბამისი პროფილის მიხედვით.
7. გასაუბრების შედეგად კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მერი, რომელიც, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასევე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ორგანოები შესაბამისი ნაკადის მიღებისთვის დადგენილი ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე ბიუროს აწვდიან ინფორმაციას სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ.
9. ბიუროს მიერ კანდიდატების განაწილების შემდეგ, სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, შერჩეული კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანო ინფორმაციას აწვდის ბიუროს.
10. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მუნიციპალიტეტის ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორების შესაბამისი პროფილის მიხედვით გადანაწილებას.
11. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მერი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მერს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის ორგანოს რეგლამენტით/დებულებით და იმ სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან, რომელშიც გადის სტაჟირებას;
ბ) დაიცვას მუნიციპალიტეტის ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის ორგანოს იმ სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, რომელშიც გადის სტაჟირებას, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია, წელიწადში ორჯერ ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანო სტაჟიორს გადასცემს სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
3. სერტიფიკატს ენიჭება ნომერი, უწყვეტი ნუმერაციით.
4. გაცემული სერტიფიკატები აღირიცხება ზონარგაყრილ ჟურნალში (სერტიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით).