ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2015 წლის 6 იანვარი ქ. ამბროლაური |
|
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიცური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
ა) სტაჟირება – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გაივლის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას გამგებელი იღებს გასაუბრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამგებელი განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9 ერთეულს.
ა) უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს მისთვის საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით;
ბ) დაესწროს გამგეობის თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები;
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა;
გ) გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის;
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
4. სერტიფიკატს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება ოთხი ციფრისაგან უწყვეტი ნუმერაციით 0001-დან 9999-ის ჩათვლით.
5. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას ზონარგაყრილ ჟურნალში (სერტიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით).