ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის გარდაბნის გზატკეცილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №281
2015 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის გარდაბნის გზატკეცილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
1.საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე–68 მუხლის პირველი ნაწილის გ/ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს გარდაბნის გზატკეცილის IV შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი