შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №178/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016342
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
.
საქართველოს მთავრობა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა
სურთ რა, გაამარტივონ თითოეული მხარის მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმოსვლა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადით 180 (ასოთხმოცი) დღის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულ აბზაცში აღნიშნული 90 (ოთხმოცდაათი)-დღიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს თითოეული მხარის მოქმედი წესებისა და რეგულაციების თანახმად.
მუხლი 2🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულ პასპორტებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 3🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ წესებსა და რეგულაციებს.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, მისი წესებისა და რეგულაციების თანახმად.
მუხლი 5🔗
1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 6🔗
1. თითოეულ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი პირობების თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული დამატებები და ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.
შესრულებულია 2015 წლის 26 ივნისს, ქ სანტიაგოში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის ჩილეს რესპუბლიკის
სახელით მთავრობის სახელით