ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2015 წლის 3 აგვისტო დ. ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი.
1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის-დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით. CN = IMG X ITL X C X K სადაც ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ)I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37; გ) I T L - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1; დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80 -ს 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 30% და იგი განისაზღვროს 2,13 ლარით. 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 25% და იგი შეადგენს 1,78 ლარს. 5. ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ: ა) ს-1 ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ-ის რადიუსში (თითეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% და იგი შეადგენს 7,10 ლარს; ბ) შ-55 ,შ-56, შ-101 ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% და იგი შეადგენს 3,55 ლარს. |