ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების განხილვის მიზნით ერთმანეთს შეხვდებიან მოთხოვნის შემთხვევაში ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, თუ წინასწარ ერთმანეთს წერილობით არ შეატყობინებენ, რომ ამგვარი განხილვა აუცილებელი არ არის.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 25 აპრილს, რაც შეესაბამება 1384 წლის 5 ორდიბეჰეშთს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტში თანაბრად ავთენტიკურია. განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით ირანის ისლამური რესპუბლიკის
სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილი) (ხელმოწერილი)
დანართი I
პირადი მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მითითებული მიზნით და იმ კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი პირობების დაცვით, რომელიც წარმოადგენს ასეთი სახის ინფორმაციას;
2. მოთხოვნის შემთხვევაში, ის კომპეტენტური ორგანო, რომელიც იღებს პირად მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ;
3.პირადი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. პირადი მონაცემების გადაცემა ნებისმიერი სხვა ორგანოსათვის დასაშვებია მხოლოდ მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახურის წინასწარი თანხმობის შემდეგ;
4. პირადი მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანო, საბაჟო დეპარტამენტის კოორდინაციით, უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი. დაცული უნდა იქნეს ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვები. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პირადი მონაცემები უზუსტოა ან მისი გაცვლა არ არის შესაძლებელი, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო სამსახური, ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, შესწორებებს შეიტანს მათში ან გააუქმებს მათ.
5. მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა უნდა მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული პირადი მონაცემებისა და მათი შესაძლო გამოყენების შესახებ. პირისათვის ამგვარი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება ინფორმაციის გადაცემას, აღემატება ინფორმაციის მიმღები კონკრეტული პირის დაინტერესებას. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლება რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმებით, სადაც წარდგენილი იქნა ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნა. პირადი მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურთან ან საქართველოს შეთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოსთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ დაინტერესებული პირი მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს ეძლევა რემედიუმი.
6. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები აღმოჩნდება არაზუსტი, მოძველებული ან გადაჭარბებული, იგი შესწორდება ან გაუქმდება. სხვა ორგანოებისათვის მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, მათ ეცნობებათ ამგვარი შესწორების ან გაუქმების შესახებ.
7. თუ ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებით ჩატარებული მოკვლევის შედეგად ფიზიკურ პირს მიადგება ზიანი, ის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გამოიყენა ეს მონაცემები, პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად. კომპეტენტურ ორგანოს არ შეუძლია პასუხისმგებლობის მოხსნა იმ მოტივით, რომ ზიანი გამოწვეული იქნა სხვა კომპეტენტური ორგანოს ქმედების შედეგად, რომელმაც გადასცა პირადი მონაცემები.
8.ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
9. კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების გადაცემის ან მიღების რეგისტრაციას.
10. კომპეტენტური ორგანო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოებიც, მიიღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგა