1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მის შეწყვეტამდე. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ შეწყვიტოს ეს შეთანხმება დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ.
2. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების დენონსირების შესახებ შეტყობინების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე საქმეები უნდა იქნეს დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისა