ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2015
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 713 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2015 წლის 4 აგვისტო ს. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.06.2018 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.01.2018 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.11.2017 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.07.2020 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2015 წლის 4 აგვისტო ს. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა  და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის  დებულება (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილების „ახალგორის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.  საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა  და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი  2🔗.  სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 და მე-12 მუხლებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით და საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობის მე-17 მუხლით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗.  სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, ინვენტარიზაციას; ბ)   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; გ)   წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; დ)   წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზებისა ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ე)   ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ვ)  ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ზ)  ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; თ)  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციასა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ი)  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; კ) წინადადების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ნ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას; ო) ზედამხედველობას, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზებას; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗 .  მუნიციპალური ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და  საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის საჯარო მოხელეთა ფუნქციები სამსახურის საჯარო მოხელეები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; 2. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; 3. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; 4. რეკომედაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; 5. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 6. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 7. წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; 8. მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას; 9. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; 10.   მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; 11.  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; 12.  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; 13.  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; 14. წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულების მომზადების საკითხებზე; 15. ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; 16. წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე; 17. ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას; 18. მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციას; 19. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.                                                                      მუხლი 5🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.