„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2015 ბოლო ცვლილება 16.10.2015
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №248

2015 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        ვბრძანებ:


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით  (სსმ, ვებგვერდი, 060111, 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

          1. 78მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9  პუნქტი

„9. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების  საფუძველზე, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტისაგან განსხვავებული წესით.“.

          2. 793 მუხლის:

მე-5 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის სახეობა (ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, ფილტრიანი თამბაქო, უფილტრო თამბაქო, სიგარა, სიგარელა, არააქციზური საქონელი);“;

          ბმე-6 პუნქტის:

          ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ა) მე-2 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის სეს ესნ-ის კოდი, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანების შესაბამისად;“;

          ბ.ბ) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„გ) მე-4 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული აქციზური/არააქციზური პროდუქციის ერთეულის ლიტრაჟი, თამბაქოს ნაწარმზე – კოლოფში განთავსებული ღერების რაოდენობა;“.           

          3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 794 მუხლი:

„მუხლი 794. შემოსავლების სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერები და შეფუთვის ფორმები

1. შერჩეული პირის მიერ ადგილობრივი და იმპორტული  არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერია  წითელი ან  წითელი-ლურჯი.

2. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, 1000-ცალიანი, 5000-ცალიანი ან 6000-ცალიანი რულონის (თვითწებადი) ფორმით.

3. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დაშიფრულია უხილავი მატრიცის/კოდის საშუალებით.

4. რულონური ტიპის თვითწებად მარკებზე დატანილია სერიული ნომერი საქონლის მარკირების შესახებ საინფორმაციო ბაზაში მათი გამოყენების ასახვისათვის (გააქტიურებისათვის).

5. შემოსავლების სამსახურისა და შერჩეული პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, შერჩეული პირი მარკების გაცემას ახორციელებს ნაწილობრივი ფორმით.“.

          4.  მე-80 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს არსებული სხვა სახეობისა და სეს ესნ-ის სხვა კოდის  საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა, ხოლო პროდუქციის სახეობის ფარგლებში, სეს ესნ-ის შესაბამისი კოდის მქონე იმპორტული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მარკირების/ნიშანდების მოთხოვნების (მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარების ან/და საკოლექციო მიზნით საქართველოში შემოტანილი) სრულად დაკმაყოფილების მიზნით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.“.

          5.  81მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 811. შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის დაბრუნება

1. იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის უკან დაბრუნების მიზნით,  გადასახადის გადამხდელი ელექტრონული განაცხადით მიმართავს შერჩეულ პირს. გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის უკან დაბრუნება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის დასტურის საფუძველზე.

2. გამოუყენებული მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის უკან დაბრუნება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ მარკების შესწავლის შედეგების შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინების შემდეგ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული დასტურის შესაბამისად, როგორც ნაწილობრივი, ასევე 792 მუხლის მე-2 პუნქტით და 794 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფუთვების ფორმით. თამბაქოსათვის განკუთვნილი აქციზური მარკების დაბრუნების შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აქციზური მარკების შეფუთვების ფორმები უნდა შეესაბამებოდეს მის გაცემისას არსებულ ფორმებს, გარდა 792 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაბრუნებული მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის ნომინალური ღირებულების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. დაზიანებული მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. შერჩეული პირი ახდენს უკან დაბრუნებული აქციზური/არააქციზური მარკის აღრიცხვასა და უტილიზაციას. უტილიზაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურთან შეთახმებით, უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.“.

          6. 112- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს  არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური