ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-80
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-80
2015 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.დ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
ა.ზ) საქართველოს კანონი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
ა.თ) საქართველოს კანონი ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;
ა.ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
ა.კ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ა.ლ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“;
ა.მ) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“;
ა.ნ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’;
ა.ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“;
ა.პ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“;
ა.ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”;
ა.რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-36 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
გ) პროფესია: სავალდებულო – არქიტექტორი;
დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 8 (რვა) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი და არქიტექტორად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ე) ენების ცოდნა:
ენა წერითი უნარები მეტყველება
დ.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი
დ.ბ) ინგლისური (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი
დ.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); 3D MAX; ArchiCAD; AutoCAD;
ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; არქიტექტურული პროექტის კითხვის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.
მუხლი 2🔗.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი);
ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“;
ა.ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
გ) პროფესია: სავალდებულო - იურისტი ან სამართალმცოდნე;
დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გააჩნდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ქონების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ე) ენების ცოდნა:
ენა წერითი უნარები მეტყველება
ე.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ე.ბ) ინგლისური (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ე.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel– (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);
ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.
მუხლი 3🔗.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ა.ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის N 14-26 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - უმაღლესი განათლება;
გ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გააჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სფეროში ან ინოვაციური პროექტების დანერგვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დ) ენების ცოდნა:
ენა წერითი უნარები მეტყველება
დ.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი
დ.ბ) ინგლისური (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
დ.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);
ვ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.