ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მერის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-36 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. წესის მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების განხორციელების უზრუნველყოფა.
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა;
დ) დემონტაჟი;
ე) ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
2. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
3. მიწის ნაკვეთების სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობები განისაზღვრება ამ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დამკვეთი ვალდებულია:
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა;
ბ) შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია, წინამდებარე წესის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის შესრულება.
3. დამკვეთს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასცეს თავისი უფლებამოსილება სხვა პირს, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება დამკვეთის უფლებამოსილებით;
ბ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს მშენებლობის პროცესის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას;
4. დამკვეთზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები.
ა) ამ წესის შესაბამისად შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია;
ბ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს წესი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
2. დამკვეთის მიერ წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციას სამსახური ითანხმებს წერილობით, არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
3. განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა შესაძლებელია განხორციელდეს სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების გარეშე.
4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთი მშენებლობის დასრულების შემდგომ, სამსახურს წერილობით აცნობებს ნაწარმოები მშენებლობის შესახებ და წარუდგენს ამ წესით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციას.
5. ამ წესის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაცია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, შესაძლებელია შეთანხმდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია ან/და დასრულებულია.
ა) განმარტებით ბარათს;
ბ) ობიექტის ესკიზურ პროექტს ან/და კონსტრუქციულ/ტექნოლოგიურ სქემას.
2. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებას არ საჭიროებს შემდეგი სამუშაოები:
ა) ლანდშაფტური მშენებლობა;
ბ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა;
გ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
2. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიმართოს შესაბამის ორგანოს.