ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-15 |
|
2020 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
|
2. წესის მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების განხორციელების უზრუნველყოფა.
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);
დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა);
ე) ლანდშაფტური მშენებლობა.
2. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
3. მიწის ნაკვეთების სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობები განისაზღვრება ამ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დამკვეთი ვალდებულია:
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა;
ბ) შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია, წინამდებარე წესის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის შესრულება.
3. დამკვეთს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასცეს თავისი უფლებამოსილება სხვა პირს, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება დამკვეთის უფლებამოსილებით;
ბ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს მშენებლობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას.
4. დამკვეთზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები.
ა) ამ წესის შესაბამისად შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია;
ბ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს წესი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
2. დამკვეთის მიერ წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციას სამსახური ითანხმებს წერილობით, არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
3. განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა შესაძლებელია განხორციელდეს სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების გარეშე. აღნიშნული ასევე ვრცელდება მშენებლობაზე, რომელიც უნდა შესრულდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვის ფარგლებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთი მშენებლობის დასრულების შემდგომ, სამსახურს წერილობით აცნობებს ნაწარმოები მშენებლობის შესახებ და წარუდგენს ამ წესით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციას.
5. ამ წესის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაცია სამსახურის მიერ შესაძლებელია შეთანხმდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია ან/და დასრულებულია.
ა) განმარტებითი ბარათისგან;
ბ) ობიექტის ესკიზური პროექტისგან ან/და კონსტრუქციული/ტექნოლოგიური სქემისაგან.
ა) ლანდშაფტური მშენებლობა;
ბ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);
გ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება;
დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).
2. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიმართოს შესაბამის ორგანოს.