ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.173.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი - დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე



დანართი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების

გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი

მუხლი 1
1. წესში გამოყენებულ ტერმინების  მნიშვნელობა:

ა) საფინანსო ორგანო – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომლებიც პასუხისმგებელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.

ბ) გადანაწილება–ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

გ) თანხების ასახვა–საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.

მუხლი 2
1. წესი განსაზღვრავს:

ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს.

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.

მუხლი 3
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გათვალისწინებული ასიგნებებისა.

მუხლი 4
1. განაწილების უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი, აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე).

მუხლი 5
გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
მუხლი 6
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში.

2. თანხების ასახვის უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

3. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.

მუხლი 7
განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.
მუხლი 8
1. განაწილების ან/და თანხების ასახვა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.