ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 228 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.05.2015 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 25.10.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 25.02.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 27.05.2022 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 04.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №27 2015 წლის 3 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ქვემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის: ა) დავით აღმაშენებლის ქუჩა; ბ) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-2 შესახვევის  გადაკვეთამდე; გ) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევი; დ) მერაბ კოსტავას ქუჩა შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთამდე; ე) თამარ მეფის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-3 შესახვევამდე; ვ) გელა შენგელიას ქუჩის მე-2 შესახვევიდან ლავრენტი გობეჩიას ქუჩის გადაკვეთამდე; ზ) ილია ჭავჭავაძის ქუჩა; თ) ლავრენტი გობეჩიას ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე. მუხლი 2🔗 ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრს“. მუხლი 3🔗 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა