კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1588
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019641
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №20 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების თაობაზე „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. მატკავას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.MsoPlaceholderText {color:gray;}
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:14.2pt; line-height:130%; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.apple-converted-space {}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1588
2015 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე:
1. მოწონებულ იქნეს „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის №98 განკარგულების ფარგლებში მომზადებული კლინიკების/უძრავი ქონების (შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონება
(ს.კ. −
01.10.15.007.081
);
სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“)
განვითარების პროექტის (შემდგომში − „პროექტი“) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად.
2. პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების მოსაძიებლად ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსის ჩატარების მიზნით, შეიქმნას კომისია (შემდგომში − „კომისია“) თანდართული შემადგენლობით (დანართი №1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 თებერვლის №59 დადგენილებით დამტკიცებული „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსის ჩასატარებლად (საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება, ინვესტორების მოძიება/მოწვევა, შერჩევა, მოლაპარაკებების წარმოება, გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება და სხვა) საჭირო საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურების, აგრეთვე, განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შედეგებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩასატარებლად საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის განხორციელების შესაბამის ეტაპზე, სს „საპარტნიორო ფონდის“ მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ქონების (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 204871594) 100%-იანი წილი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/ნ 205165453) 100%-იანი წილი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 405001466) აქციათა 100%, ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე №14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 16 772 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 01.14.14.008.026) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1-2-3, საერთო ფართობით − 3984 კვ.მ, №4, საერთო ფართობით − 359 კვ.მ, №5, საერთო ფართობით − 523 კვ.მ, ასევე შენობა-ნაგებობები №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე №29-ში (ნაკვეთი 07/081) მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 77 035 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 01.10.15.007.081) და მასზე წილობრივად დამაგრებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართობით − 13 239,49 კვ.მ (მათ შორის, სარდაფი − 3 330,02 კვ.მ, I სართული − 3 352,31 კვ.მ, II სართული − 3 395,96 კვ.მ, ტექნიკური სართული − 3 161.2 კვ.მ); შენობა-ნაგებობა №10, საერთო ფართით − 109,47 კვ.მ, №11 – 13.92 კვ.მ, შენობა-ნაგებობები №2, №3, №4 (გარდა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული 458,96 კვ.მ ფართისა), საერთო ფართობით − 50 929,09 კვ.მ (მათ შორის, ტერასა − 2 952.09 კვ.მ), ასევე ნაგებობები №5, №6, №7, №8, №9, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18 და №19) სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი №1
კომისიის შემადგენლობა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე.
კომისიის წევრები:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს − ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე;
სს „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომელი − კომისიის მდივანი.
დანართი №2
კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კომისია იქმნება პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების მოსაძიებლად ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსის ჩატარებისა და საუკეთესო საინვესტიციო წინადადების შესარჩევად.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით.
3. კომისია თავისი მიზნის განსახორციელებლად უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის კომპენტენციები, მიზნები და ამოცანები.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების მოსაძიებლად ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი მიმწოდებლის შერჩევა, აგრეთვე კონსულტანტის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების განხილვა;
ბ) საკონკურსო დოკუმენტაციის (მათ შორის, კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების) შემუშავება და დამტკიცება;
გ) წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო საინვესტიციო წინადადების გამოვლენა.
2. კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საუკეთესო საინვესტიციო წინადადების გამოვლენის შესახებ, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას მოსაწონებლად.
მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) წყვეტს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებს.
მუხლი 4🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის თანათავმჯდომარის ინიციატივით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თანათავმჯდომარე.
3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.