ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1336
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი