საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1595
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1595

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციას, რომ შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) საქართვე­ლოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსა­ყო­ფად უსა­ს­ყიდლო უზუფ­რუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრო­ბის ადმინისტრაციის სარგებ­ლობაში არსებული საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციის ადმი­ნისტ­რაცი­ულ შენობაში არსებული სასადილო და დამხმარე სათავსო, საერთო ფართო­ბით 476 მ2 (სასადილოს ფართი 396 მ2 და დამხმარე სათავსო 80 მ2).

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ განკარგულების შეს­რუ­ლების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გა­თ­ვა­ლისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი