საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგ უ ლება №934
2014 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავ რობის კანცელარიას, რომ შპს „მისტერ ქუუქს“(ს/კ 404385713 ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სარგებლობაში არსებული საქართველოს მთავრობის კანცე ლა რიის ადმინისტრაციულ შენობაში (შენობა-ნაგებობა №1; (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.15.05.063.002) არსებული სასადილო, საერთო ფართობით 476 მ2 (მე-2 სართულზე არსებული 396 მ2 და პირველ სართულზე არსებული 80 მ2 ფართობი).
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 27.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №934. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017182.
- სად არის „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №934, 27.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017182 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2365396/