საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №425
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავრობის კანცელარიას, რომ შპს „სამთავრობო ღონისძიებათა მომსახურების ბიუროს“ დახურული კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2012 წლის 22 მარტიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.05.063.002) მე-2 სართულზე არსებული სასადილო და მისი სათავსოები – სულ 440 კვ.მ ფართობი.
2. უძრავი ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს სასადილო დარბაზის მიმდინარე (კოსმეტიკური) რემონტი და კვების ობიექტის გამართული ფუნქციონირება.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველყოს შპს „სამთავრობო ღონისძიებათა მომსახურების ბიუროსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური