⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2015
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,469 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2015 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №84 2015 წლის 10 აგვისტო  ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №168 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 3🔗 სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 სამმართველოს ამოცანაა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება. მუხლი 6🔗 სამმართველოს ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულის მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისათვის დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა; ბ) შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება; ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა; ზ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით; თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ი) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 7🔗 სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება. მუხლი 8🔗 ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნას; ბ) ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას ბრალდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით; გ) ამზადებს ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას; დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗 მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნას; ბ) ორგანიზებას უწევს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას; გ) ამზადებს მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას; დ) უზრუნველყოფს შეწყალების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დოკუმენტების გაგზავნის კოორდინაციას; ე) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 10🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულება) სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მუშაობას; გ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე; ვ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; ზ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 11🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; დ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ჯეროვნად შესრულებას; ე) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) სამმართველოს უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევს მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას; თ) კოორდინაციას უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტის მომზადებას; ი) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 12🔗 1.  სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი ინსპექტორები; ბ) ინსპექტორები. 2. სამმართველოს მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის  წინაშე. მუხლი 13🔗 1. ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი: ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს ბრალდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის,  ბრალდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე; დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას; დ) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილებების კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ ბრალდებულებს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის თაობაზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ აღნიშნული ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას; ვ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; ზ) რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე; თ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს. 2. ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი: ა) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას; ბ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; გ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში; დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ ბრალდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს. მუხლი 14🔗 1. მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე და სხვა შემოსულ კორესპონდენციაზე; გ) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე; დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში; ე) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში; ვ) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილებების/განაჩენების კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ მსჯავრდებულებს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას; ზ) ყოველი თვის დასაწყისში აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას; თ) ყოველდღიურად აწარმოებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველდღიური  განთავსების სტატისტიკას; ი) ყოველთვიურად აწარმოებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვას; კ) აწარმოებს საპენსიო ასაკს მიღწეულ მსჯავრდებულთა აღრიცხვას და უგზავნის ინფორმაციას საქართველოს ერთიან საპენსიო ფონდს; ლ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების სრულყოფილი მასალების გადაგზავნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსულ კორესპონდენციაზე; მ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსულ განცხადებებზე; ნ)  რეაგირებას ახდენს სააღსრულებო ბიუროდან შემოსულ კორესპონდენციაზე; ო) რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდეციაზე; პ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას; ჟ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; რ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს. 2. მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით. დეპარტამენტის დირექტორის მიერ ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას; გ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას; დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში; ე) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.