შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 |
|
2015 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ნორმატიული აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
შენიშვნა: დადგენილების მიზნებისთვის ტერმინი „ადგილობრივი დამსაქმებელი“ – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შევიდეს შრომით ურთიერთობაში შრომით იმიგრანტთან და იყენებს მის შრომას საქართველოში.
2. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომელიც უკავშირდება იმ უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, რომელზეც გაცემულია:
ა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემდეგი სახის ნებართვა:
ა.ა) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, თუ ეს ნებართვა გაცემულია მუდმივი ცხოვრების უფლებით;
ა.ბ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
ა.გ ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
ბ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.
3. ამ დადგენილების მოქმედება ასევე არ ვრცელდება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ იმიგრანტს.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი იმიგრანტის შრომითი მოწყობის და მისი შრომის გამოყენების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაცია შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პროფესი(ებ)ის, სპეციალობ(ებ)ის და კვალიფიკაცი(ებ)ის შესახებ, რომელთა მქონე პირ(ებ)ის დასაქმება მოხდა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ.
ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;
ბ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ადგილი და საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
გ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი;
დ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი;
ე) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტი და ადგილობრივი დამსაქმებელი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით, საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტისთვის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ამასთან, თუ შრომითი ხელშეკრულება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, ამ ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ა) შრომის ანაზღაურების იმავე უფლებებით, რომლითაც სარგებლობს (ისარგებლებდა) ამ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე;
ბ) საწარმოო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების განვითარების შედეგად მისი ჯანმრთელობის ვნების, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ან გარდაცვალების დროს ისეთივე შეღავათების, დახმარებების ან კომპენსაციის მიღების უფლებით, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქისთვის;
გ) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისაგან ამ უკანასკნელთა კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიღებით.
ა) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი დაცვის გარანტიებით;
ბ) მიიღოს ადგილობრივი დამსაქმებლისაგან ამ დადგენილებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების და ამავე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის ასლი;
გ) ისარგებლოს ორ ან მეტ ადგილობრივ დამსაქმებელთან შეთავსებით, შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით, ამ დადგენილებისა და საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით;
დ) ისარგებლოს სხვა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით ამ დადგენილების შესაბამისად, თუ ამ უცხოელთან შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი არ არის:
დ.ა) შრომითი იმიგრანტისთვის ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრის დადება ისეთი სასჯელის შეფარდებით, რომელიც ითვალისწინებს მისთვის თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას, ან იმ ცალკეულ სამუშაო ადგილზე შრომითი მოწყობის ან/და იმ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რომელსაც ის ახორციელებდა ამ სამუშაო ადგილზე;
დ.ბ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში საქართველოს ვიზის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა;
ე) მიიღოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება საკუთარი ან/და ადგილობრივი დამსაქმებლის ან/და სხვა წყაროს ხარჯზე, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით;
ვ) ისარგებლოს ამ დადგენილებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია:
ა) დატოვოს საქართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი საქართველოში ცხოვრების ან/და ყოფნის სხვა კანონიერი საფუძველი;
ბ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) გამოიყენოს შრომითი იმიგრანტის შრომა ამ დადგენილებით, შრომის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით;
ბ) განსაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები ხელშემკვრელ შრომით იმიგრანტთან შეთანხმების საფუძველზე;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) მოაწესრიგოს შრომით იმიგრანტთან არსებული შრომითი ურთიერთობები შრომითი ხელშეკრულების მეშვეობით;
ბ) გადასცეს ხელშემკვრელ დასაქმებულ იმიგრანტ პირს ამ დადგენილებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება;
გ) აცნობოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ფუნქციების შესრულებისას შრომითი იმიგრანტის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევის თაობაზე, არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან მე-2 კალენდარული დღისა;
დ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ დადგენილებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესი