სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლისათვის სერგო ჯაიანის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№97/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №97/ნ

2015 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლისათვის სერგო ჯაიანის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005 წ., №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლას მიენიჭოს – სერგო ჯაიანის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს  საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „33

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლა

სოფელი ხიხაძირი

დაწ-საბ-საშ.“

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარვაშიძე