„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავ ნივთზე უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1663
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1663

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავ ნივთზე უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, უსასყიდლო სერვიტუტის უფლება დაუდგინოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარდევანში მდებარე 59 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №85.05.25.160).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენის პირობად განისაზღვროს სერვიტუტის საგნის CSG2-საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი