შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2015
ძალაში შესვლა 06.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2015
matsne.gov.ge 573 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2015 მიღება
06.08.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 03.07.2014 „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 04.07.2014 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 02.07.2015 შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 15.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურვილი აქვთ გააძლიერონ არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობა, სურთ რა  ხელი შეუწყონ კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აცნობიერებენ რა, რომ კულტურის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე ქყვეყნის კულტურის და  საზოგადოების ურთიერთგაგების გაუმჯობესებას, ხაზს უსვამენ  კულტურული დიალოგის როლის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებასა და გამყარებაში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები გააუმჯობესებენ  ხელოვნებისა და კულტურული მახასიათებლების გაგებასა და ცნობიერების ამაღლებას თავიანთ ხალხებს შორის კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობასა და კულტურის სფეროში მოღვაწე ექპერტების გაცვლის გზით. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის სფეროში თანამშრომლობას და თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ სემინარებში, ღონისძიებებში, გამოფენებში, კონფერენციებში, შეხვედრებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. მუხლი 3🔗 მხარეები თავიანთ ქვეყნებში მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად ხელს შეუწყობენ  ხელნაწერების, არქივების და ისტორიული დოკუმენტების გამოყენებასა და შესწავლას,  ითანამშრომლებენ არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დარგში და გაცვლიან ამ დარგში მოღვაწე ექსპერტებს. მუხლი 4🔗 მხარეები წაახალისებენ ფილმებისა და რეჟისორების მონაწილეობას თავიანთ ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებში, აგრეთვე კინოს სფეროში მოღვაწე პირებისა და / ან ექსპერტების ორმხრივ ვიზიტებს. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ მუსიკალური, თეატრალური ხელოვნების ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, ასევე დრამატურგების, მსახიობების რეჟისორების და პუბლიკაციების გაცვლას სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით, მათი  საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებს  და გაცვლებს  ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების,  მუსიკალური ხელოვნების, ცეკვის, კინემატოგრაფიის, არქიტექტურის, წიგნის, საგამომცემლო საქმეში, საარქივო და სამუზეუმო დარგებში, შემოქმედებით ჯგუფებს შორის და  კულტურისა და ხელოვნების სხვა სახეებში. მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სწავლის, კვლევის, რეგისტრაციისა და ინვენტარიზაციის, შენახვის სფეროში, ხელშესახები და ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომუნიკაციასა და   გავრცელებას, აგრეთვე სამუზეუმო დარგთან  დაკავშირებული ინფორმაციის და ექსპერტების გაცვლას. მუხლი 8🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ  ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროში კომპეტენტურ ორგანოებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის საიტების უკანონოდ გამოყენების და მათი ტერიტორიიდან უკანონოდ გატანილი  კულტურული მემკვიდრეობის  დაბრუნების და დაცვის მიზნით, მხარე სახელმწიფოსათვის ძალაში მყოფი საერთაშორისო კონვენციებისა და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 9🔗 მხარეები  გაცვლიან საზოგადოებრივი პოლიტიკის შესახებ გასამართი სემინარების და ტრენინგების ნიმუშებს მათი განვითარების ხელშეწყობისთვის, რომელთა მიზანია საჯარო ბიბლიოთეკის სისტემური და ქსელური განვითარება და მდგრადობა,  თავიანთი მოქალაქეების ინფორმაციულობასთან და სწავლებასთან  ხელმისაწვდომობის  გაფართოების მიზნით. მუხლი 10🔗 1. წარმგზავნმა მხარემ უნდა დაფაროს მისი დელაგაციის მგზავრობის ხარჯები, მაშინ როცა  მასპინძელი მხარე ფარავს მათი საცხოვრებლის, ტრანსპორტირების, სასწრაფო სამედიცინო  ხარჯებს მის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდელობის თანახმად. 2. დელეგატმა მხარემ უნდა  დაფაროს  მხატვრული გამოფენების, წიგნების და ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური აღჭურვილობის  საერთაშორისო ხარჯები, აგრეთვე ექსპონატების დაზღვევის ხარჯები, მაშინ როცა მასპინძელი მხარე ფარავს შიდა ტრანსპორტირების და ამ მასალების უსაფრთხოების ხარჯებს მთელი გამოფენის განმავლობაში. მუხლი 11🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით,  გადაწყდება მხარეთა შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით,  კონსულტაციის და/ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია  მხარეთა შორის წერილობითი ურთიერთთანხმობით. ამგვარი ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 13🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა  მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის  აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების გზით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს  ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას, მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. ბუენოს-აირესში,  2015 წლის 23 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის              არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის                                სახელით                                                                         სახელით             (ხელმოწერილია)                                                    (ხელმოწერილია)