„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.08.2025
მუხლი 22. გამათანაბრებელი ფენა
თავი II — ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. გამათანაბრებელი ფენა ეწყობა განთავსებული ნარჩენების ზედაპირზე მას შემდეგ, რაც ნარჩენების მასა მიაღწევს საპროექტო სიმაღლეს და უზრუნველყოფს:
ა) გარემოს დაცვას ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პროცესში ნარჩენების მასის ზედაპირზე ნიადაგის დაყრით;
ბ) ზედაპირის საიზოლაციო ფენის სხვა ელემენტების სტრუქტურული დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას ნარჩენების მასაზე;
გ) აირების შემკრებ ფენაში ნარჩენებიდან გამოყოფილი აირების დრენაჟ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 22, №421, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018807 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2946318/muxli-22/