1. აირების სადრენაჟო სისტემა შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

ა) სადრენაჟო ფენა;

ბ) აირების შემკრები და გამყვანი მილი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენების დაშლის შედეგად მოსალოდნელია აირების წარმოქმნა, აუცილებელია არანაკლებ 0,5 მ სისქის აირების სადრენაჟო სისტემის მოწყობა.

3. აირების შემკრები სისტემის აირგამყვანი ვერტიკალური ჭები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების პარალელურად პირველი საექსპლუატაციო ჰორიზონტის შემდეგ;

ბ)  საპროექტო დიამეტრი გარეცხილი სადრენაჟო მასალით უნდა იყოს 0.8-1.0 მ, მარცვლის ზომა - 30-100 მმ;

გ) დაშორება უნდა იყოს 50-100 მ. ნაგავსაყრელის აირების მოსალოდნელი რაოდენობიდან  გამომდინარ