„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21-84 |
|
2015 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით, პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემისას, აგრეთვე შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მოქმედებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მეშვეობით.“.
გ) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 და მე-7 პუნქტები.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხდება სააგენტოს მეშვეობით. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს სააგენტოს, რომელიც საკითხის განხილვის შემდგომ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, აუქციონის ფორმით, მართვის უფლებით გადასცემს აქციებსა და წილებს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის ვადას და პირობებს, მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ადგენს სააგენტო.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აუქციონის ფორმით აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონატორის მიერ მის ვებგვერდზე, www.iauction.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) ობიექტის დასახელებას;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ობიექტის მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს.
ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;
ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას;
კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.“;
დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე.“;
3. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა
1. აქციების და წილების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით.
2. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას აფორმებს სააგენტო.
3. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, ასევე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100-პროცენტზე ნაკლებია, თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით განსაზღვრავს სააგენტო, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებს და აქციებს.
4. ფიზიკური და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირისა) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით სასყიდლით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას თბილისის მთავრობის სახელით დებს სააგენტო.
5. წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
6. წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით საკითხის ორგანიზება და შედეგების გაფორმება ხორციელდება ამ წესის, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. მე-3 მუხლის
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირს სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: გაასხვისოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მართვის უფლების გადაცემის საზღაურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის მართვის უფლების მიმღები, მართვის უფლების გადაცემის საზღაურის გადაუხდელი თანხის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მართვის უფლების მიმღები პირი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სააგენტოს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. მართვის უფლების მიმღებ პირს ჩამოერთმევა აქციების ან წილის მართვის უფლება.“.
5. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. მართვის უფლებით გაცემულ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულება, შეცვლა/გაუქმება
1. პირობების/ვალდებულებების შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და ამ მიზნით სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ მართვის უფლების მქონე პირი ინფორმაციას ადასტურებს, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული პირის/პირების მიერ გაცემული დასკვნით.
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია განიხილოს, პირდაპირი განკარგვის ფორმით, მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების), მათ შორის, საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის საკითხი და წინადადება გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
5. აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებისათვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ ქონების მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.“.
6. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დავათა განხილვის წესი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხები (მათ შორის, და აუქციონით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|