„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/57
2015 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის განხილვის წესი
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიციირების თაობაზე.
2. საკითხის ინიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მართლმსაჯულების ინტერესები (სასამართლოში მოსამართლის არყოფნა ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა);
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული წესით ახალი კონკურსის გამოუცხადებლობა ან დადგენილ ვადაში კონკურსის ჩატარების შეუძლებლობა;
გ) მოსამართლის განცხადება სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე და განისაზღვრება სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის მსურველ პირთა მიერ განაცხადის წარდგენის ვადა.
4. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
5. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს განაცხადების განხილვას და საჭიროების შემთხვევაში იწვევს მოსამართლეს გასაუბრებაზე.
6. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული სასამართლოს საჭიროება, მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, გადაწყვეტილების გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და სხვ.
7. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე