„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21-92 |
|
2015 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) დადგენილების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11.
დანართი №4-ით და დანართი 5-ით დამტკიცებული ხელშეკრულებების ტექსტი, ძირითადი პირობების უცვლელად, შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და კონკრეტული შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.“;
ბ) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობები ახორციელებენ 2015 წლის 13-14 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე, დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართების სარეაბილიტაციოდ და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი კოდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) წესის მე-3 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაზარალებულთა I კატეგორიას ასევე მიეკუთვნება დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა განთავსებულია მრავალბინიან სახლში პირველ ან ნულოვან სართულზე და დაზიანდა/დაიტბორა სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.“;
დ) წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტო ან გამგეობა არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რომლებსაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიულ პირთა მხრიდან სტიქიით დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული სათანადო საცხოვრებელი ფართი ან საცხოვრებელი ფართის შეძენის ან რეაბილიტაციისათვის ფულადი დახმარება.“.
ე) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, ამ წესით დაზარალებულად ცნობილ იმ ოჯახებზე, რომელთაც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაეცვალათ ოჯახის წევრი.“.
|