თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/11836-15 -(სს "პარკ პლეისის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11836-15
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
2015 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – სს ,,პარკ პლეისი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204868492)
დირექტორი – როინ მოსეშვილი
წარმომადგენელი – მალხაზ არბოლიშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და
გამოარკვია:
2015 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე სს „პარკ-პლეისის” დირექტორმა როინ მოსეშვილმა და მოითხოვა სს „პარკ-პლეისის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს „პარკ-პლეისს” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ივლისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
37-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაკოტრების მმართველად დანიშნული იქნეს აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე და 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „პარკ-პლეისის” გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო.)
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე: www.tcc.gov.ge.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი