სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1034/ო
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად ,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტზე ” (მის: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა N9 (01/113)) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – სალიცენზიო მოწმობა N002164, ბრძანება N02-911/ო, 04.07.2014წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ” (მის .: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა №9 (01/113)) დირექტორის მ. აბაშიძის განცხადება: №69213 21.07.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე