კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება # 2/212

 

2015  წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,  ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის #1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების  დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში  ბრძანების დანართში  მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).

   გენერალური დირექტორი                                                   ნიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                       

დანართი

    

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

  •  
  •  

    Description: IMG_9607

     

     

    ციხედიდის კომპლექსის ეკლესია

     

     

    მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძეგვი

     

     

    არქიტექტურის

    არქეოლოგიური

     

     

     

    XVII ს.

     

     

     

     

     

     

     

  •  
  • Description: IMG_1422.JPG

     

    „ღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესია

     

    გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩალაუბანი                                                                                                                                                                                                                                            

     

    არქიტექტურის

     

    განვითარე

    ბული  შუა  საუკუნეები

     

     

  •  
  • Description: ,,სამკარიანის (წმ.გიორგის) ბაზილიკა.JPG

     

     

    ,,სამკარიანის“ (წმინდა  გიორგის) ეკლესია

     

    გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფ.ვაზისუბანი

     

    არქიტექტურის

     

    VI   საუკუნე.

  •  
  •  

    Description: სოფელ  ვაზისუბნის ,,ნათლისმცემელის,, ეკლესია.jpg

     

     

    „ნათლისმცემლის“ სახელობის ეკლესია

     

     

    გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფ.ვაზისუბანი

     

     

    არქიტექტურის

     

     

    XIX საუკუნის  მე- II ნახევარი.

  •  
  • Description: C:\Users\sofo chanishvili\Desktop\სააღრიცხვოები\მცხეთა\IMG_8099.JPG

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას აგებული მემორიალური კომპლექსი (ობელისკი, ბაქანი, კიბე, საყრდენი კედლები, წყარო)

     

    მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წიწამური

     

    არქიტექტურის / მემორიალური

     

    1937წ. 12 სექტემბერი

  •  
  • Description: DSCN8190

     

    დედა-ღვთისას ეკლესია

     

     

     

     

     

     

     

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბარეული

     

    არქიტექტურის

     

    განვითარებული შუა საუკუნეები