სს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის" განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 11 სექტემბერს, დღის 3 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლი ს“სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 11 აგვისტო.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოებისადმი შეთავაზებული ბიზნესწინადადების –ახალი ობიექტის მშენებლობის საკითხის განხილვა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე მისი გადარჩევა და ახალი წევრის არჩევა.
3. სხვადასხვა საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლი ს“დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის “რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის “
დირექტორი: დ. რუსაძე