კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2015
ძალის დაკარგვა 22.04.2024
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 21 აგვისტო
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი“ დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2013; 010250020.35.149.016164).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს;
ბ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65001-მდე.
გ) გამგეობა - კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.
დ) რეგისტრაცია - აღრიცხვა ბენეფიციარად;
ე) საცხოვრებელი ადგილი - ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგიტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
მუხლი 3🔗.
უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 80 ბენეფიციარით.
მუხლი 4🔗.
ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 65001-მდე.
მუხლი 6🔗.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
გამგეობა უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განაზღვრულ კრიტეტიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
მუხლი 7🔗.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისრტაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში;
დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.