„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
100100010.22.038.016504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №89

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით (სსმ, 100100010.22.038.016044, 17.05.2013 წ.,) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122–1 24 პუნქტები:

„122. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შეწყალების საკითხთა კომისიას,  მომართვის საფუძველზე, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილ ვადაში, უგზავნის მსჯავრდებულის დახასიათებას ამ წესის დანართი №18-ის შესაბამისად.

123. ამ მუხლის 122 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეწყალების საკითხთა კომისიისათვის ცნობის გაგზავნის შემდგომ, თუ მსჯავრდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა წახალისების ზომები ან/და მას დაეკისრა დისციპლინური  პასუხისმგებლობა, აგრეთვე თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიღებულია გამამტყუნებელი განაჩენი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში შეწყალების საკითხთა კომისიას გაუგზავნოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

124. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარუდგინოს ანგარიში, ამ მუხლის 122 და 123 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეწყალების საკითხთა კომისიისათვის გაგზავნილი ცნობების და ინფორმაციის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი