სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1725
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1725

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში შპს „University Research Co.“-ის საქართველოს ფილიალის (შემდგომში − URC) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკისთვის შესყიდული და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემული და მის ბალანსზე არსებული 2 ცალი GeneXpert სისტემა უსასყიდლოდ, დროებით 1 წლამდე ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადასცეს შპს „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სს „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს“, ტუბერკულოზის შემთხვევების აქტიური მოძიების, სეპარაციის (იზოლაციის) და მკურნალობის სტრატეგიის FAST (Fasting TB cases Actively, Separating safely, Treating effectively) დანერგვის მიზნით, ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გასაუმჯობესებლად.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ GeneXpert სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი გამოყენების კარტრიჯების გადაცემას ცენტრი განახორციელებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ი. ღარიბაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2015.
როდის იქნა მიღებული „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 13.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1725. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019791.
სად არის „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1725, 13.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019791 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2958543/