საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1163
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ა(ა)იპ – ჰეპა პლუსსა და არამომგებიანი ახალი ინოვაციური დიაგნოსტიკის განვითარების ფონდ FIND-ს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე: Xpert® ® Fingerstick HCV Viral Load (VL) Assay მეთოდის დიაგნოსტიკური შესაძლებლობების შეფასება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი